„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით.
რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ“.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტია, გახდეს ევროკავშირის წევრი:
„გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება“.
ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის, რომელიც 11-13 აპრილს იმართება, მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ფორუმი