Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იპოვეს თბილისში დაკარგული ორი მოზარდი

იპოვეს თბილისში დაკარგული ორი მოზარდი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

იპოვეს თბილისში დაკარგული ორი მოსწავლე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოჯახის ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

„ორივე ვიპოვეთ, ახმეტელის მეტროსთან იყვნენ. ჯანმრთელად არიან. პოლიციას მოჰყავს. სხვა არაფერი ვიცით. რომ მოიყვანენ, ვნახავთ“, - უთხრა ოჯახის ახლობელმა რადიო თავისუფლებას.

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვები გუშინ, 14 აპრილის დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ აღარ უნახავთ. მათ ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG