შემთხვევა 24 მარტს მოხდა. თვითმხილველის თქმით, პოლიცია 25 მარტის დილასაც იყო ადგილზე მისული.
დაღუპულის მეგობრის დედა ამბობს, რომ ნგრევაში სამი ახალგაზრდა მოჰყვა.
„ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია, ეს ორნი მძიმე მდგომარეობაში არიან“, - ამბობს ის "ტვ პირველთან" საუბრისას.
მისი თქმით, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ადგილას, საიდანაც თბილისის ხედი იშლება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად, ხშირად იღებენ ფოტოებს.
ფორუმი