Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის ქალაქ სუმიში 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა რუსეთის დარტყმების შედეგად

უკრაინის ქალაქ სუმიში 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა რუსეთის დარტყმების შედეგად


უკრაინის ქალაქი სუმი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2025 წლის 24 მარტი
უკრაინის ქალაქი სუმი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2025 წლის 24 მარტი

უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიჭრა, სულ მცირე, 65 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. თავდასხმის შედეგების ამსახველ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

სუმის საქალაქო საბჭო იუწყება 74 დაჭრილზე, რომელთაგან 13 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნეებს შორის იყო საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და სკოლის შენობა. მოსწავლეები დარტყმის მომენტში თავშესაფარში იყვნენ, მათ შორის დაშავებულები არ არიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG