თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შეძახილები მოჰყვა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და სამწვრთნელო შტაბი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც ფეხბურთელები იქ შეკრებილ გულშემატკივრებს შეხვდნენ.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გულშემატკივართან შესახვედრად თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე აგროვებენ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25. ავიაკატასტროფას ერთი მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 28 წლის ასიმ სადიკოვს (ასლანოვს), რომელიც 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში იყო ბრალდებული.
თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ვერ შეხვდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.
ჩამოტვირთე მეტი