მოქალაქე თორნიკე ობოლაშვილი აცხადებს, რომ 15 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, სახლიდან ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალი პოლიციამ გააჩერა და 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონოდ დააკავა.
პარტიები "ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია 17 ივლისს თბილისში, ევროპის მოედანზე, გაიმართა.
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატური მრჩეველი, ჩეხი მაგდალენა გრონო დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი წინასაახალწლოდ თანამზრახველების გამოყენებით გეგმავდა სანტა კლაუსის ფორმით შხამიანი კანფეტების დარიგებას ნიუ-იორკში, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში მყოფი ბავშვებისა და სხვა რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ, 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მედიას ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
ჩამოტვირთე მეტი