საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო ცხრა დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით ესაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ შესახებ შესული სამივე სარჩელი გაერთიანდება და ერთ საქმედ განიხილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, თუმცა გაყალბებული შედეგები გამოცხადდება. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისაუბრა, კლინიკა „ვივამედიდან“ ონლაინჩართვის დროს. დღეს სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის საქმის განხილვა, საქმეში ექსპრეზიდენტი სააკაშვილია ბრალდებული.
ჩამოტვირთე მეტი