აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი არაერთხელ, პირდაპირ ჩარეულა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერს, რომელსაც მინსკის რაიონულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბრალი 2023 წლის ოქტომბერში მინსკის მახლობლად მდებარე „ოზერიშჩეს“ სარკინიგზო სადგურზე მომხდარ აფეთქებაში წაუყენეს.
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მოქმედების შეჩერებაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით.
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები გასაიდუმლოებულია. შეთანხმება შპს "მტკვარი ჰოლდინგსა" და სს "ჰიდროჯენიუსს" შორის 16 ივლისს დაიდო.
ჩამოტვირთე მეტი