თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობა არ არის აშშ-ისა და ევროკავშირის ალტერნატივა, არამედ შემავსებელი ფაქტორია. ამის შესახებ მან თქვა პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება. ამის შესახებ მან პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პარტია "ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სიაში იქნება. ამის შესახებ 16 ივლისს მმართველი პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავისუფალია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე. უწყების ცნობით, იგი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით, საქართველოს რამდენიმე ციხეში არაერთმა პატიმარმა დაიწყო შიმშილობა - ამ ინფორმაციას ავრცელებენ ტელეკომპანიები „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.
ჩამოტვირთე მეტი