ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც, მისივე თქმით, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
2024 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.
2023 წლის ზაფხულში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ. ეს იყო დეკლარაციული ხასიათის შეთანხმება, როგორიც ჩინეთს არაერთ ქვეყანასთან აქვს, და რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმებულა.
ფორუმი