Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი ისრაელის წარმომადგენლებს მიმართავს: "მიუღებლად მაღალია“ ღაზის სექტორში მოკლულთა რიცხვი


ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ხვდება ღაზაში ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრებს. 11 ივნისი, 2024 წელი. ბლინკენმა ისრაელის ორ მაღალი რანგის წარმომადგენელს აცნობა „მიუღებლად მაღალი“ რაოდენობის მსხვერპლზე ღაზის სექტორში.
ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ხვდება ღაზაში ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრებს. 11 ივნისი, 2024 წელი. ბლინკენმა ისრაელის ორ მაღალი რანგის წარმომადგენელს აცნობა „მიუღებლად მაღალი“ რაოდენობის მსხვერპლზე ღაზის სექტორში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს ისრაელის ორ მაღალი რანგის წარმომადგენელს აცნობა „მიუღებლად მაღალი“ რაოდენობის მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობაში, ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბლინკენის პრესმდივანმა.

ბოლო დღეებში, ისრაელის სამხედროებმა რამდენიმე სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს ლტოლვილთა ბანაკზე და გაეროს რამდენიმე სკოლაზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.

ამის საპასუხოდ, ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამოდის, რის შედეგადაც ზავის და მძევალთა განთავისუფლების პერსპექტივა კიდევ უფრო შემცირდა.

2024 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის და პალესტინელთა სხვა რაზმების თავდასხმის შედეგად, ისრაელის მონაცემებით, 1200 ისრაელელი და უცხოელი დაიღუპა ისრაელის სამხრეთის არეალში. დაშავებულთა რაოდენობა ხუთ-ნახევარი ათასია.

შემდგომში ისრაელის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციებისა და დაბომბვების შედეგად, პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის უწყების თანახმად, დაღუპულია 38 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 90 ათასს მიუახლოვდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG