აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი შეაჯამა. მედიასთან საუბარში მან ის სამი ძირითადი გზავნილი გამოყო, რაც, მისივე თქმით, პრემიერს, პრეზიდენტს, ცესკოს თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვედრისას გადასცა.