Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააკავეს უშიშროების სამსახურის ყალბი თანამშრომელი, რომელიც ქრთამს სძალავდა უცხოელს


საილუსტრაციო ფოტო. ყირგიზეთში დააკავეს კაცი, რომელიც თავს უშიშროების სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და ფულს სძალავდა უცხოელს.
საილუსტრაციო ფოტო. ყირგიზეთში დააკავეს კაცი, რომელიც თავს უშიშროების სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და ფულს სძალავდა უცხოელს.

ყირგიზეთის ხელისუფლებამ 12 ივლისს განაცხადა, რომ ორი დღის წინ დააკავეს კაცი, რომელიც, არსებული ცნობით, 3000 დოლარს იღებდა ჩინეთის მოქალაქისგან. იგი თავს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლად ასაღებდა.

გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კაცმა მსხვერპლს ადრე გამოსძალა 18 000 დოლარი და "დაჰპირდა" მის წინააღმდეგ დაწყებული - დაუზუსტებელი - საგამოძიებო საქმის დახურვას.

წარსულში ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა ადამიანები, უცხოელებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, თავს სამართალდამცავებად ასაღებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG