რუსეთის როსტოვის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.
რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის როსტოვის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (FSIN) ხელმძღვანელმა დმიტრი ბერზრუკიხმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს რეგიონის დედაქალაქ დონის როსტოვის დაკავების პირველ ცენტრში მძევლების აყვანის ინციდენტის გამო. შემთხვევა გასულ თვეში მოხდა.
სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 12 ივლისს განაცხადა, რომ შიდა გამოძიების შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს FSIN-ის ოთხი თანამშრომელი, 16 კი დისციპლინარული სასჯელი დააკისრეს.
16 ივნისს საგამოძიებო იზოლატორის ექვსმა პატიმარმა მძევლად აიყვანა ორი მცველი. მძევლები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა და მოკლა ოთხი პატიმარი, რომელთაც მძევლები ჰყავდათ აყვანილი.
ორ გადარჩენილ პირს ბრალი წაუყენეს რუსეთში აკრძალულ ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირში.
ფორუმი