Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონის როსტოვში საპატიმროს ინციდენტი დასრულდა, მძევლები გაათავისუფლეს, თავდამსხმელები გაანადგურეს


საილუსტრაციო ფოტო. დონის როსტოვის პირველ საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა რამდენიმე ბრალდებულმა 16 ივნისს მძევლად აიყვანა საპატიმროს ორი თანამშრომელი. სპეცრაზმმა მძევლები გაათავისუფლა და თავდამსხმელები გაანადგურა.
საილუსტრაციო ფოტო. დონის როსტოვის პირველ საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა რამდენიმე ბრალდებულმა 16 ივნისს მძევლად აიყვანა საპატიმროს ორი თანამშრომელი. სპეცრაზმმა მძევლები გაათავისუფლა და თავდამსხმელები გაანადგურა.

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის პირველ საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა რამდენიმე ბრალდებულმა 16 ივნისს მძევლად აიყვანა ორი თანამშრომელი, ისინი მოითხოვდნენ საპატიმროს დატოვების საშუალების მიცემას.

სპეცრაზმმა მძევლები 16 ივნისის შუადღისას გაათავისუფლა. თავდამსხმელები დახოცეს.

ცნობა თავიდან გაავრცელა სასჯელაღსრულების უწყებამ, რომელიც იტყობინებოდა, რომ ვითარება კონტროლქვეშაა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება პირებთან, რომლებმაც თავიანთი საკნის ფანჯრის გისოსის ამოღება და სამორიგეო ნაწილში შესვლა მოახერხეს და მძევლები აიყვანეს.

რუსეთის სააგენტო INTERFAX-ზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს, დახოცეს.

ცნობილია ვინაობა ექვსიდან ხუთი პირისა, რომლებმაც მძევლები აიყვანეს. ხუთივე გასამართლებულია ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისა და ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობის გამო და ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში, ისინი ავტომანქანას და გასვლის საშუალებას ითხოვდნენ. თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ ცივი იარაღით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG