Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ცნობას “რაინმეტალის” ხელმძღვანელზე თავდასხმის გეგმის შესახებ


“რაინმეტალის” ხელმძღვანელი არმინ პაპერგერი. 14 მარტი, 2024 წელი
“რაინმეტალის” ხელმძღვანელი არმინ პაპერგერი. 14 მარტი, 2024 წელი

კრემლმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი გეგმავდა გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნის, „რაინმეტალის“ ხელმძღვანელზე, არმინ პაპერგერზე თავდასხმის მოწყობას.

პაპერგერზე თავდასხმის გეგმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ახლა გერმანიის სხვა ფირმებიც ამოწმებენ უსაფრთხოების დონეს.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ძნელია კომენტირება ჭორებისა, რომლებიც მტკიცებულების გარეშე ეყრდნობა „რომელიღაც უცნობ წყაროებს“. ამგვარი ცნობები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს მიღებული და ისინი ყალბი ცნობების კატეგორიაში გადიან.

აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა.

ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „რაინმეტალი“ არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG