საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლონდონში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს შეხვდა, მათ შორის - ჟოზეფ ბორელსა და შარლ მიშელს. კობახიძის თქმით, მათ გაუზიარა გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც ქვეყნის მთავარსარდალი „აგენტების კანონის“ გაუქმებას ითხოვს. სარჩელის რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნოს პლენუმს - სასამართლოს სრულ შემადგენლობას.
ჩამოტვირთე მეტი