აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოკავშირეებს უთხრა, რომ ჯო ბაიდენმა სერიოზულად უნდა გადასინჯოს თავისი ხელახალი არჩევის შესაძლებლობა - იუწყება Washington Post-ი 18 ივლისს.
ობამა თვლის, რომ ბაიდენის გზა გამარჯვებისკენ შეიკვეცა - წერს გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
ობამამ, რომელიც დემოკრატიულ პარტიაში გავლენიან ფიგურად რჩება, თავისი პრეზიდენტობის დროს ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტად აირჩია. მას საჯარო განცხადება არ გაუკეთებია იმის შესახებ, უნდა იყაროს თუ არა ბაიდენმა კენჭი პრეზიდენტად 2024 წლის არჩევნებში.
ბაიდენს კენჭისყრაზე უარის თქმისკენ უფრო და უფრო მეტი დემოკრატი მოუწოდებს. 81 წლის პრეზიდენტი, რომელსაც ამჟამად COVID-ი აქვს და დელავერში, თავის სახლშია იზოლირებული, უარყოფს შეშფოთებას მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აცხადებს, რომ არჩევნებში კანდიდატად რჩება.
ფორუმი