გამოცემა "მთის ამბების" ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ მათი რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაღუპული სამხედრო მფრინავის, კახა ზურაბაშვილის ცხედარი დღეს მშობლიურ ქალაქ გორში გადაასვენეს.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (ათასი ლარი) შეუფარდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, სოსო ბაბაევს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“, აცხადებენ, რომ ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს უარყოფითი შეძახილები „პატარა ჯგუფის“ ორგანიზებული იყო.
ავტომობილებში წინა გვერდითა საქარე მინების უფრო მკვეთრად დამუქება გახდა შესაძლებელი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იცვლება მანქანის მინების დამუქების რეგულაციები.
ჩამოტვირთე მეტი