Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილებზე წინა გვერდითა მინების უფრო მკვეთრად დამუქება გახდა შესაძლებელი


ავტომობილებში წინა გვერდითა საქარე მინების უფრო მკვეთრად დამუქება გახდა შესაძლებელი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იცვლება მანქანის მინების დამუქების რეგულაციები.

მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშე მძღოლებს შეუძლიათ ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინები 60%-მდე დაამუქონ. აქამდე ეს მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი.

კვლავ უცვლელი რჩება წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე დაწესებული შეზღუდვები:

  • წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე;
  • უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე.

ავტომობილის მინებში შუქგამტარობას საპატრულო პოლიცია სპეციალური მოწყობილობით ამოწმებს. დადგენილი წესის დარღვევისთვის ჯარიმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის გათვალისწინებული.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ პოლიციას შეუძლია 100 ლარით დააჯარიმოს მძღოლი, რომელიც დადგენილ სტანდარტზე 10%-ით მეტად დამუქებული მინების მქონე ავტომობილს მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG