Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში “ჯაშუშობისთვის” თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ეუთოს თანამშრომელს


ეუთოს სიმბოლიკა - საილუსტრაციო ფოტო
ეუთოს სიმბოლიკა - საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, დონეცკის სასამართლომ 12 ივნისს განაჩენი გამოუტანა და „ჯაშუშობის“ ბრალდებით 14 წელი მიუსაჯა ეუთოს თანამშრომელს, 56 წლის ვადიმ ჰოლდას.

სეპარატისტული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჰოლდას პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, იტყობინება რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაგმო განაჩენი, „როგორც მონაწილე ქვეყნების საერთაშორისო სამართლით აღიარებული ვალდებულებების უხეში დარღვევა“ და მოითხოვა ჰოლდასა და ეუთოს სხვა ორი თანამშრომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG