Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცოლა მეორე ვადით აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად


ევროპის კავშირის ახალი პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ყვავილების თაიგულს იღებს თავისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ. სტრასბურგი, 16 ივლისი, 2024 წელი
ევროპის კავშირის ახალი პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ყვავილების თაიგულს იღებს თავისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ. სტრასბურგი, 16 ივლისი, 2024 წელი

რობერტა მეცოლას 16 ივლისს ფართო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად. მეცოლა პირველი ქალია, რომელიც ევროკავშირის კრების თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა.

მეცოლა - მალტელი კანონმდებელი - ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ქალია, რომელიც 2022 წელს ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა და მეორეა გერმანელი მარტინ შულცის მერე, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს 1979 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირის პარლამენტის შემადგენლობის პირდაპირ არჩევის წესი შემოიღეს.

მეცოლა ევროკავშირის კანონმდებელთა დიდმა უმრავლესობამ აირჩია კიდევ ორ-ნახევარწლიანი ვადით.

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა რობერტა მეცოლას მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

Reuters-ის ცნობით, მას 623 დეპუტატიდან 562-მა დაუჭირა მხარი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG