უკრაინის სახელმწიფო კომპანია «Укроборонсервіс-ი» იარაღის ჩეხ მწარმოებელთან, Sellier & Bellot-თან ითანამშრომლებს უკრაინაში ამუნიციის ქარხნის აშენების საქმეში, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა.
მან ასევე თქვა, რომ პრაღა კიევს დაეხმარება უკრაინაში საიერიშო შაშხანების, Colt CZ Group-ის წარმოებაში.
ამ ორივე თემაზე ხელშეკრულებებს ხელი პრაღაში შმიჰალის ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმება, პრემიერის თქმით, ეხება „ამუნიციის მიწოდებას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, ერთობლივ პროექტებსა და წარმოებას, ინფრასტრუქტურას და ენერგეტიკას“.
პრაღა უკრაინას ადრეც აწვდიდა პროდუქტს, მათ შორის ამუნიციას.
13 ივლისს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა ზაფხულის ბოლოსთვის მიიღებს 50 ათას საარტილერიო ჭურვს.
ფორუმი