Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს „საბურთალოს ხაზი“ 16 ივლისს მგზავრებს აღარ მოემსახურება


თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზი“
თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზი“

თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის მეტრო მუშაობას ყოველ დილით 06:00 საათზე იწყებს და ღამის 12:00 საათზე ამთავრებს. საბურთალოს ხაზმა მგზავრების მიღება კი დღეს, 16 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე შეწყვიტა.

მეორე ხაზზე შვიდი მეტროსადგურია: „სადგურის მოედანი 2“, „წერეთელი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“, „დელისი“, „ვაჟა-ფშაველა“, „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

„ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ... პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს“, - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

მათივე ცნობით, მეორე ხაზი მუშაობას განაახლებს ხვალ, 17 ივლისს, დილით, 06:00 საათიდან, სამუშაო საათების დაწყებისთანავე.

თბილისის მეტროს ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაჰყავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG