Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა


რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირმა ჯამში სანქციების 14 პაკეტი დაამტკიცა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირმა ჯამში სანქციების 14 პაკეტი დაამტკიცა.

22 ივლისს ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდის თანახმად, სანქციები ძალაში 2025 წლის იანვრის ბოლომდე იქნება.

"ეს სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს ამოქმედდა, 2022 წლის თებერვლიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები მოიცავს დარგობრივი ზომების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვების სამიზნეა ვაჭრობა, ფინანსები, ტექნოლოგიები და ორმაგი გამოყენების საქონელი, მრეწველობა, ტრანსპორტი და ფუფუნების საგნები.

სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების ზღვით იმპორტის ან გადატანის, რამდენიმე რუსული ბანკის მიერ სისტემა SWIFT-ის გამოყენებისა და ასევე ევროკავშირში კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას.

გარდა ამისა, კონკრეტული ზომები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, სანქციების გვერდის ავლას შეეწინააღმდეგოს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირმა ჯამში სანქციების 14 პაკეტი დაამტკიცა.

ბოლო ხანს გამოქვეყნდა რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომლებიც მიუთითებს, რომ სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ბაზარზე მაინც ხვდება გარკვეული კატეგორიის, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG