Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამი დღით ჩინეთს ესტუმრება. იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ ომზე


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება (მარცხნივ, ცენტრში) ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ლი ჰუის (მარჯვნივ) ხვდება. კიევი, 2023 წლის 16 მაისი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება (მარცხნივ, ცენტრში) ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ლი ჰუის (მარჯვნივ) ხვდება. კიევი, 2023 წლის 16 მაისი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს შორის, მხარეები იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან ომზეც.

“განხილვის მთავარი თემა იქნება რუსეთის აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გასულ კვირას, დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ომის დასრულება.

"ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალით უნდა დაბრუნდეს. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ რაც უფრო სუსტია რუსეთი ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერია უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რაც ახანგრძლივებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, და მოუწოდა პეკინს, პასუხი აგოს ამ მხარდაჭერის შედეგებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG