Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არაერთხელ ჩარეულა არჩევნებში... მხოლოდ ქართველმა  ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალი - სახელმწიფო დეპარტამენტი


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი არაერთხელ, პირდაპირ ჩარეულა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.

22 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებს "ყოველთვის ყურადღებით აკვირდება".

"ჩვენ გვინახავს რუსეთის მხრიდან არაერთი არა მხოლოდ მცდელობა, არამედ მისი პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამ ყველაფერს ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე სამი პოლიტიკური გაერთიანებაა, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, კი შეუერთდა ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG