Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში არ შეუშვეს პრორუსული ორიენტაციის სომეხი ბლოგერი


მიკა ბადალიანი
მიკა ბადალიანი

სომეხი ბლოგერი მიკა ბადალიანი, რომელიც დევნილობაში მყოფ პრორუსული ორიენტაციის მოლდოველ ბიზნესმენ ილან შორთან არის დაახლოებული, გასულ კვირაში არ შეუშვეს მოლდოვაში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური იტყობინება ორშაბათს.

ბადალიანს უფლება არ მისცეს, ერევნიდან მოლდოვაში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოსულიყო. მან განაცხადა, რომ სურდა გაემართა რუსული ფონდი „ევრაზიის“ ღონისძიება, რომლის მიზანია, მოლდოვის მოქალაქეების ინფორმირება „ევროკავშირში გაწევრიანების ნაკლებისა“ და ევრაზიული თანამშრომლობის უპირატესობის შესახებ.

ფონდი „ევრაზია“ აპრილში გაატარა რეგისტრაციაში ამჟამად დაშლილი პარტია „შორის“ ყოფილმა ბუხჰალტერმა ნელი პარუტენკომ. „შორი“ გარეულია 1 მილიარდი დოლარის საბანკო თაღლითობასა და სხვა სქემებში, ასევე ის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს აწყობდა კიშინიოვში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG