Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო გახდება


მაგდალენა გრონო გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. 
მაგდალენა გრონო გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. 

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატური მრჩეველი, ჩეხი მაგდალენა გრონო დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ცნობა ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.

მაგდალენა გრონო ამ პოსტზე შეცვლის ესტონელ დიპლომატ ტოივო კლაარს, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ჩეხი მაგდალენა გრონო (ფრიჩოვა) სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. მაგდალენა გრონო კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG