Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტყვეობიდან შინ კიდევ 95 უკრაინელი დაბრუნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი


რუსეთის ტყვეობიდან 2024 წლის 17 ივლისს გათავისუფლებული უკრაინელების ეს სურათი პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ტელეგრამის არხით გამოაქვეყნა.
რუსეთის ტყვეობიდან 2024 წლის 17 ივლისს გათავისუფლებული უკრაინელების ეს სურათი პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ტელეგრამის არხით გამოაქვეყნა.

რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლების მეშვეობით მომხდარი გაცვლის შედეგად რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 უკრაინელი დაბრუნდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლებში დაბრუნებას. რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები", - წერს ზელენსკი ტელეგრამის არხში, სადაც ამ მოვლენის ამსახველი ფოტოებიცაა გამოქვეყნებული.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის გუნდს, რომელიც გაცვლის საკითხებით არის დაკავებული და - „არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ამ გათავისუფლების პროცესში შუამავლობისთვის."

გაცვლა მოხდა პრინციპით "ყველა-ყველაში", ანუ რუსეთმა და უკრაინამ თანაბარი რაოდენობის, 95-95 სამხედრო ტყვე გაცვალეს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, ეს არის, საერთო ჯამში, რუსი და უკრაინელი პატიმრების 54-ე გაცვლა. უკრაინის ტყვეთა გაცვლის საკოორდინაციო შტაბმა მოლაპარაკებით 3 405 ადამიანის დაბრუნება მოახერხა რუსეთის ტყვეობიდან. მათი უდიდესი უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა. მაგრამ რუსეთი უარს ამბობს იმ უკრაინელი სამხედროების გაცვლაზე, რომლებსაც დაქირავებულ მებრძოლებად და სისხლის სამართლის დამნაშავეებად მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG