Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის მერმა სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ მდინარის წყალი ვარგისია შეჯიბრებისთვის


პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა.
პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცხრა დღით ადრე, პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გადამკვეთი დინარის წყალი შესაფერისია შეჯიბრებებისთვის.

17 ივლისის დილით, იდალგოსთან ერთად მდინარეში შეცურეს ასევე ტონი ესტანჟმა, პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა და მარკ გიიომიმ, ილე‑დე‑ფრანსის რეგიონის პრეფექტმა. მათ მიცურეს პლატფორმამდე, რომელიც გაშვების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. საჩვენებელი ცურვა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე, სენაში აღმოაჩინეს კუჭ-ნაწლავის ჩხირები, რამაც გამოიწვია სპეკულაციები ტრიათლონსა და ღია წყალში ცურვაში ოლიმპიური პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებების გადატანაზე.

კვირას საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი ოუდეა-კასტერამაც მოაწყო საჩვენებელი ცურვა, რათა გაეფანტა შეშფოთება სენის წყლის ხარისხზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე დადო პირობა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე სენაში იცურავებს იმის საჩვენებლად, რომ მდინარის წყლის ხარისხი უსაფრთხოა შეჯიბრებისთვის.

  • ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG