Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ დატოვა სოფელი კრინკი - მედია


საილუსტრაციო ფოტო: ზოგიერთი მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება სოფელ კრინკიდან უკრაინის არმიის გაყვანის შესახებ. უკრაინის გენშტაბს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
საილუსტრაციო ფოტო: ზოგიერთი მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება სოფელ კრინკიდან უკრაინის არმიის გაყვანის შესახებ. უკრაინის გენშტაბს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკიდან, ამის შესახებ 16 ივლისის საღამოს უკრაინული საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყებოდნენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ანონიმურ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით. სამხედროების თანახმად, სოფლიდან უკანდახევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა

გამოცემა Liga.net-ის ცნობით კი, სამხედროების მიხედვით, სოფლიდან უკანდახევა მოხდა იმისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ მასშტაბური ნგრევა და დიდი მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებში, რომლებიც რუსეთის მხრიდან ინტენსიურად იბომბებოდნენ. მოგვიანებით, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, ეს ცნობა გამოცემის საიტიდან მოიხსნა.

უკრაინის გენერალურ შტაბს სოფელ კრინკიდან შესაძლო უკუქცევის შესახებ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 17 ივლისის დილით, სამხედრო უწყება იტყობინებოდა რუსეთი არმიის მხოლოდ ერთი წარუმატებელი იერიშის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

  • ხერსონის რეგიონის სოფელი კრინკი უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა 2023 წლის ოქტომბერში დაიკავეს. უკრაინული სარდლობის ცნობით, იგი უნდა გამხდარიყო პლაცდარმი ანექსირებულ ყირიმზე შეტევისთვის.
  • 2024 წლის 20 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს უპატაკა, რომ კრინკის „გაწმენდა“ დასრულებულია, კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ამ დასახლებული პუნქტის „გათავისუფლებამ“, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა უკრაინის კონტრშეტევას.
  • შოიგუმ ისიც თქვა, რომ კრინკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი დაახლოებით 3 400-ს სამხედროს შეადგენს. მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ამ განცხადებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „მანიპულაცია და ფაქტების ფალსიფიკაცია“ უწოდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG