Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან


ეროვნული ნაკრების მსვლელობა თბილისის ქუჩებში. 2 ივლისი, 2024 წელი
ეროვნული ნაკრების მსვლელობა თბილისის ქუჩებში. 2 ივლისი, 2024 წელი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გულშემატკივართან შესახვედრად თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან.

ფეხბურთელებმა ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. მსვლელობის ბოლოს ისინი მივლენ გულშემატკივრებთან, რომლებიც თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილი.

გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად სიმღერითა და შეძახილებით ეგებება. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები უჭირავს და ეროვნული ნაკრების მაისური აცვია.

საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შეხვდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.

ფედერაციაში თქვეს, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებთან შეხვედრას შეძლებენ დღეს, საღამოს 10 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.

სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე არ ეპატიჟება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დღეს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG