უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრები არ არის და იქ სტუმრად იყო ჩასული.
ოკუპირებული ბალთა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ესაზღვრება და თიღვის თემში შედის. მოქალაქის დაკავების შესახებ სხვა დამატებითი დეტალები არ ვრცელდება, სუსი არც მის ვინაობას არ ასახელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების მორიგ ფაქტზე დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ცხრა მოქალაქე იმყოფება.
ფორუმი