Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ძალადობენ აქციაზე დაკავებულებზე

ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საია თვლის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.

პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა 400-ს აღწევს. პოლიცია სისხლის სამართლის წესითაც აკავებს აქტიურ დემონსტრანტებს - ქუჩაში მდგომი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკანონო პატიმრების გათავისუფლებაა.

დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების ისტორიები

დარბევის ქრონიკები

სასამართლო განხილვები

XS
SM
MD
LG