Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, სტრიპტიზს რომ ცეკვავ, ჩახდილიო“ - რას ჰყვება დაკავებული დემონსტრანტი


ბეატრის გაზდელიანი, აქციის მონაწილე
ბეატრის გაზდელიანი, აქციის მონაწილე

ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბეა გაზდელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

ის 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს იმ დროს, როცა სპეცრაზმის წინ ხელებგაშლილი იდგა და მეგობრის დაკავებას ამ ფორმით აპროტესტებდა. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ბეა გაზდელიანმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ შსს-ს ფორმიანმა შავნიღბიანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს აკეთებდა, იდგა თავისთვის და როცა დავინახე, როგორ დააკავეს და გაათრიეს, ასე არ დავტოვებდი ამას. დავრჩი და დავდექი იქ, სადაც ვიდექი.

შემათრიეს სადღაც მარშუტკაში, სადაც სიბნელე იყო, შემეშინდა და ვთხოვე გამოვეყვანე. გადამიყვანეს პატრულის მანქანაში და გადამიყვანეს განყოფილებაში.

მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, ვიდეოს მიღებდნენ შსს-ს თანამშრომლები, შსს ეწერათ და ნიღაბი ეკეთათ. მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, რომ შენ სტრიპტიზს ცეკვავო, ჩახდილი- გახდილიო. არ ვიცი, მაგას რატომ მეუბნებოდნენ, გაოცებული ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მექნა, საშინელება იყო ამ ყველაფრის მოსმენა. სავარაუდოდ, ჩემი წყობიდან გამოყვანა ან შანტაჟი უნდოდათ!" - თქვა ბეა გაზდელიანმა.

მისთვის გაუგებარია, რას ედავებიან - არც პოლიციელისთვის არ გაუწევია წინააღმდეგობა და არც ვინმესთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა.

საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის არც ისინი, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

ასევე ნახეთ:

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG