ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ საქართველო “ოს დებს და ძმებს” აგვისტოს ომისთვის ბოდიშს მოუხდის. რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ თბილისიდან მსგავს სიტყვებს არ ელოდნენ. ერთ-ერთის თქმით, ამით ივანიშვილმა საქართველოს ოკუპაციაც უარყო.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, ახლა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ „სკანდალურ ამბებს" გაასაჯაროებს.
საქართველოში კაც ამომრჩეველს ქალი ამომრჩეველი სჭარბობს, თუმცა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან უფრო მეტი კაცი მიდის, ვიდრე ქალი.
ტრადიციულად ძლიერ მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს შორის ვითარება მსუბუქად დაიძაბა. მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებისთვის საკვანძო „ზანგეზურის დერეფანია“.
რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის ტრიბუნალს დაკავების ორდერი აქვს გამოწერილი, ქმარს, მართლმადიდებელ მღვდელს გაშორდა და პუტინთან დაახლოებულ ულტრაკონსერვატორ ბიზნესმენსა და "რუსკი მირის" ერთ-ერთ იდეოლოგს, კონსტანტინ მალოფეევს გაჰყვა ცოლად.
რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა სათავეში ჩადგომოდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას? იმიტომ, რომ “ოცნებას ძალიან გაუჭირდა” - მართალია, ეს ოპონენტების ყველაზე ხშირი პასუხი ამ შეკითხვაზე, მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც.
ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, ექსპრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ერთგული კადრები, სახელოვანი სპორტსმენები და ახალი სახეები - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული "სტაჟიანი და ახალი" წევრებისგან შედგება.
კრემლმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დაფინანსება შეუჩერა და მალე შეიძლება ურჩ დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. რუსული პროპაგანდა სეირს უყურებს და ოკუპირებული რეგიონის დასჯას გემოს ატანს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სოხუმმა მოსკოვისთვის სასურველი კანონები არ მიიღო.
ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი, შვიდი ახალი სახე, ხუთი ქალი - მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ცნობილია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში საარჩევნო სიაში პირველადაა ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული ისიც, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. წელს პირველად პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს.
ჩამოტვირთე მეტი