20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცვლილება შევიდა „აგენტების რეესტრში“ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში. ბრძანება უკვე ამოქმედებულია, თუმცა საკანონმდებლო მაცნეში ცვლილების ასახვის პროცესი მიმდინარეობს.
30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ადამიანის დაპატიმრება, გადასახლება ან თუნდაც დახვრეტა ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იყო. სისტემას არ სჭირდებოდა არანაირი მტკიცებულება ადამიანის გასანადგურებლად.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა ძებნილმა, რომელსაც მაშინდელი დეპუტატის - გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებისთვის, მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულებისთვის 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქართველოს პრეზიდენტმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძე შეიწყალა. შეწყალების შესახებ განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს გამოსცა.
კასპი ისევ მთელი ქვეყნის ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა ამჯერად, მოუგვარებელი ეკოლოგიური პრობლემების კი არა, მერის წინასაარჩევნო დაპირების გამო.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ახალი სანქციები დაუწესა. ადრესატებს შორის მაღალჩინოსნებიც არიან - შსს-ს სპეცრაზმის უფროსი და მისი მოადგილე. კომერციული ბანკები არაფერს ამბობენ. მათ ნაცვლად საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად იცავს და დაიცავს“ სანქციებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე.
პირველი ნაბიჯები გადაიდგა - მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდები ორპოლუსიანობის საპირწონე საერთო პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობენ. ძალების გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოლიტიკოსები 17 სექტემბერს, რეზიდენციაში მიიწვია.
ყოფილი პატიმრები და უკრაინის ომის მონაწილეები, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვებს იარაღის ხმარებას, პატრიოტიზმსა და სამშობლოს დაცვას ასწავლიან.
მესიჯების აპლიკაცია და სოციალური ქსელი „ტელეგრამი“ დღეს რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ძირითად პლატფორმად ითვლება. გამონაკლისი არც საქართველოა - პლატფორმაზე პრორუსი პოლიტიკოსები და აქტივისტები ჭარბობენ.
ჩამოტვირთე მეტი