საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია - წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება არც ისეთი იოლი იქნება, ეუბნება რადიო თავისუფლებას გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი.
თბილისი აკვირდება სოხუმსა და მოსკოვს შორის „უკიდურესობამდე დაძაბულ ვითარებას“, - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე" - „არ გვმართებს, ხელოვნურად ვცადოთ პროცესების დაჩქარება“.
უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სერიოზული საკადრო ცვლილებებია. 4 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, წინა დღით მინისტრთა კაბინეტი დატოვა ორმა ვიცე-პრემიერმა და სამმა მინისტრმა.
სამხრეთ გერმანიის ბავარიის მხარის ხელისუფლებამ წაშალა ისლამისტური ექსტრემიზმის საშიშროების შესახებ გამაფრთხილებელი ვიდეო მას შემდეგ, რაც მას „რასისტული ნაგავი“ უწოდეს და ნაცისტური ეპოქის პროპაგანდას შეადარეს.
3 ნოემბერს, საქართველოში გასამართი არჩევნებიდან 9 დღეში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩატარდება არჩევნები - ამერიკელები აირჩევენ პრეზიდენტს, სენატის მესამედსა და წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას.
ვლადიმირ პუტინი პირველად ესტუმრა რომის სტატუტის წევრ ქვეყანას მას შემდეგ, რაც მასზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაპატიმრების ორდერი გასცა, თუმცა მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტი არ დაუკავებიათ.
ბოლო სამი დღეა, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოსკენაა მიმართული - ელოდებიან გადაწყვეტილებას. პლენუმი სათათბიროდ 31 აგვისტოს გავიდა, მას შემდეგ, რაც დაასრულა სამდღიანი განმწესრიგებელი სხდომა კონსტიტუციურ სარჩელზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
სომხეთი რუსეთისგან დაშორების რთულ პროცესს არის შეჭიდებული, საქართველო დასავლეთს შორდება და ჩინეთთან, ირანსა და რუსეთთან ურთიერთობებზე ფიქრობს, აზერბაიჯანი ძლიერდება, რუსეთსა და თურქეთს შორის თამაშობს და ავტორიტარიზმსაც აძლიერებს, - ეუბნება რეგიონის ექსპერტი შტეფან მაისტერი რადიო თავისუფლებას.
აფხაზური მედია გაჯერებულია სპეკულაციებით კრემლის მოხელეებსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მომხდარი ძლიერი განხეთქილების შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი