იმის შესაბამისად, რაც თალიბანის მთავრობა ახალ და მკაცრ კანონებს აწესებს, ავღანეთში ქალები სულ უფრო მეტად გრძნობენ სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს.
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ცხოვრობს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები კი, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერია.
რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა ერთი კვირაა არაფერს ამბობენ მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად მდებარე კომპანია Wildberries-ის ოფისში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სროლის შედეგად დაიღუპა კომპანიის ორი მცველი, რომლებიც წარმოშობით ინგუშეთიდან იყვნენ.
შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებსა და „ალტ-ინფოს“ ლიდერებს „მაგნიტსკის აქტზე“ დონალდ ტრამპის დაშენებული ბრძანების საფუძველზე დაუწესა სანქციები; „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით კი, ბიძინა ივანიშვილისთვის გამზადებული სანქციების პაკეტს საფუძვლად ჯო ბაიდენის 14024-ე განკარგულება უდევს.
21 სექტემბერს თბილისში ელენე მიქაბერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “ლურჯი მოცვის” პრემიერა გაიმართა, რომლის ნახვაც კინოთეატრ ამირანში კვლავ არის შესაძლებელი.
რას იტყვის ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან, ვის შეხვდება, რას ეტყვიან? ინტერესი მაღალია, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების გეგმაც გახმაურდა და "ოცნება" აშშ-ს ურთიერთობების გადახედვითაც დაემუქრა.
„მცდელობა იყო. და მე მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც… არ გამოვიდა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოსა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას უშედეგო მოლაპარაკებებს საარჩევნოდ გაერთიანებაზე.
საქართველო 2024 წელს „ოსკარზე“ რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს“ წარადგენს. ეს მხატვრული ფილმი, რომელზეც რეჟისორი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტაციით არის შთაგონებული.
20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცვლილება შევიდა „აგენტების რეესტრში“ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში. ბრძანება უკვე ამოქმედებულია, თუმცა საკანონმდებლო მაცნეში ცვლილების ასახვის პროცესი მიმდინარეობს.
30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ადამიანის დაპატიმრება, გადასახლება ან თუნდაც დახვრეტა ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იყო. სისტემას არ სჭირდებოდა არანაირი მტკიცებულება ადამიანის გასანადგურებლად.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა ძებნილმა, რომელსაც მაშინდელი დეპუტატის - გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებისთვის, მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულებისთვის 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ჩამოტვირთე მეტი