Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები გადამწყვეტი არჩევნების წინ


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 50 დღით ადრე ჩვენ შევხვდით ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ წინ გადამწყვეტი არჩევნებია და ვესაუბრეთ მათ მოტივაციაზე, რატომ თვლიან არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად. 
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 50 დღით ადრე ჩვენ შევხვდით ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ წინ გადამწყვეტი არჩევნებია და ვესაუბრეთ მათ მოტივაციაზე, რატომ თვლიან არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად. 

საქართველოში კაც ამომრჩეველს ქალი ამომრჩეველი სჭარბობს, თუმცა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან უფრო მეტი კაცი მიდის, ვიდრე ქალი.

იმ საკითხების ნაცვლად, რაზე დისკუსიასაც ქალები ითხოვენ, პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ დემოგრაფიის ფონდებზე, ოჯახის სიწმინდის დაცვის ვალდებულებასა და სხვა პოპულისტურ იდეებზე, რომლებსაც შედეგი არც ქალებისთვის მოაქვს და არც ოჯახებისთვის.

ქალების პასიურობა და ფრუსტრაცია პოლიტიკის მიმართ, როგორც წესი, ისევ ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება უარყოფითად, იქნება ეს ეკონომიკური სიდუხჭირე, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა თუ ძალადობის საფრთხის ქვეშ ცხოვრება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 50 დღით ადრე ჩვენ შევხვდით ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ წინ გადამწყვეტი არჩევნებია და ვესაუბრეთ მათ მოტივაციაზე, რატომ თვლიან არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG