Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
“მაუწყებლის მცველები” მოითხოვენ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას

“მაუწყებლის მცველები” მოითხოვენ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას


“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა” 12 აპრილს ტელევიზიის ძველი შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს
“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა” 12 აპრილს ტელევიზიის ძველი შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა” 12 აპრილს ტელევიზიის ძველი შენობის წინ გააკეთეს სოლიდარობა გამოუცხადეს გათავისუფლებულ თანამშრომლებს და თქვეს, რომ აგრძელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

“გუშინდელ დღემდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

“მცველებმა” მოითხოვეს ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენა და მოითხოვეს თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტა, რადგან “გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG