გერმანიის მოქალაქეები 23 თებერვალს ხმის მისაცემად - 21-ე ბუნდესტაგის შემადგენლობის ასარჩევად მივლენ საარჩევნო უბნებში.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაშიც და მის მიღმაც დიდი განხილვის საგანია.
რუსეთი აგრძელებს უკრაინაში საომრად კუბელთა დაქირავებას, რაზეც ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი.
აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნებმა დაასრულეს უკრაინაში ომზე პირველი მოლაპარაკებები. კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ სწრაფად შეუდგებიან ურთიერთობების ნორმალიზებას და თითქმის სამწლიანი კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
საერთაშორისო წესრიგის ბიპოლარულ მოდელს, რომელიც არსებობდა 1946-1989 წლებში გავლენის ორი ცენტრით (ვაშინგტონი-მოსკოვი), ხშირად უწოდებენ „იალტის მშვიდობას“, რადგან, ისტორიკოსების შეფასებით, ეს იყო მართლაც ღირსსახსოვარი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები საუდის არაბეთში ხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და უფრო ფართო დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ამ შეხვედრამ შეიძლება განსაზღვროს ევროპული უსაფრთხოების სიტუაცია მომავალი წლების განმავლობაში.
პუტინთან ტრამპის სატელეფონო საუბარმა მოამზადა ნიადაგი მიუნხენის წლევანდელი კონფერენციისთვის. მან კიევსა და ევროპის დედაქალაქებში გააჩინა შეშფოთება, რომ ტრამპი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას ბევრად უფრო ტრანსაქციურად მიუდგება.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი თავის მოგონებებში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა, წინასწარმეტყველებდა, რომ ის ციხეში მოკვდებოდა. ცხოვრება გაგრძელდება, მაგრამ „ფოტოებზე მე აღარ ვიქნები“, - დაწერა მან.
ხოსე მუხიკამ, ადამიანმა, რომელიც ბანკებს ძარცვავდა და რევოლუციას ამზადებდა, 12 წელი გაატარა სამარტოო საკანში. ციხეში აწამებდნენ. გათავისუფლებული პოლიტიკაში ჩაერთო და საბოლოოდ ურუგვაის პრეზიდენტი გახდა.
სერიოზული განხეთქილება მოჰყვა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეთ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და კიდევ რამდენიმე პირს.
ბოლო კვირებში აშკარა გახდა ავღანეთის თალიბანში განხეთქილება - შიდა დაპირისპირებას აღარ მალავს საიდუმლოებით მოცული შეიარაღებული გაერთიანება. ავღანეთის საქმეებში ჩახედული მკვლევრები ფიქრობენ, რომ ისლამისტურ დაჯგუფებაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამძაფრდა.
ჩამოტვირთე მეტი