11 თებერვალს ბაქოში რუსული წარწერა ჩამოხსნეს „რუსკი დომის“, რუსეთის საინფორმაციო და კულტურული ცენტრის შენობას, რომლის დახურვაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს გამოაცხადა.
ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურდა დაჰბრუნებოდა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას და აშკარაა, რომ თეირანთან „შემოწმებულ სამშვიდობო შეთანხმებას“ ესწრაფვის ბირთვულ სფეროში.
ვაშინგტონს, მოსკოვსა და კიევს შორის უკვე მიმდინარეობს დიპლომატიური ჭიდილი, კულისებს მიღმა საუბარი და საჯარო პოზიციონირება იმის შესახებ, რომ გაირკვეს, როგორ შეიძლება შეწყდეს სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი დგას მისი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ იდგა მოსკოვის ძვირად ღირებულ კომპლექსში მომხდარი აფეთქების უკან, რომელმაც უკრაინის დონეცკის რეგიონში რუსეთის მხარეს მებრძოლი ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელი შეიწირა. თუმცა მაშინვე დაიწყო ლაპარაკი ორ შესაძლო თეორიაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელსაც თეთრ სახლში მიიღებენ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. შეხვედრის მნიშვნელობას ზრდის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი და აშშ-ის პრეზიდენტის სადავო წინადადება პალესტინელი მოსახლეობის ღაზის სექტორიდან გაყვანის შესახებ.
იანვრის ბოლოს ირანში ჯერაც გლოვობდნენ 17 წლის გოგონას სიკვდილს, რომელიც მამამ დაჭრა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, როდესაც გავრცელდა ცნობა, რომ კიდევ ერთი 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამამ და ძმამ გოგონას მაშინ ესროლეს, როდესაც მას ხელში ჩვილი ეჭირა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი, მძიმე ტარიფები დაუწესა მექსიკას, კანადასა და ჩინეთს, რაც ქმნის საფუძველს უფრო ფართო სავაჭრო დაძაბულობისთვის შეერთებული შტატების სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან.
26 იანვარს ბელარუსში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მეშვიდედ გახდება პრეზიდენტი.
ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, სირია კვლავ ძალაუფლების გადანაწილების პროცესშია. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია სამხრეთსირიელი სარდლის, აჰმედ ალ-ავდას როლი, რომელიც თავიდან ასადს დაუპირისპირდა, შემდეგ გაურიგდა, ბოლოს კი მის ჩამოგდებაში მონაწილეობდა.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, "საღი აზრის რევოლუციის" დაპირებით.
ჩამოტვირთე მეტი