სახლები, სკოლები და საავადმყოფოები მიწასთანაა გასწორებული. მთელი უბნები გამქრალია – სატელიტური ფოტოები რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დატრიალებული ნგრევის მასშტაბს ცხადყოფენ.
დონალდ ტრამპის განცხადებებმა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, - კიევის დადანაშაულებამ და ზელენსკისათვის „დიქტატორის“ წოდებამ, - კიევსა და ევროპელ მოკავშირეებში გამოიწვია შიში, რომ „სამშვიდობო შეთანხმება“ რუსეთისათვის სასარგებლო პირობებით დასრულდება.
გამალებული დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე, ევროპის ლიდერებმა უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბარი განახლებული ენერგიით დაიწყეს. როგორი შეიძლება იყოს ასეთი სამშვიდობო ძალა და რამდენად რეალისტურია ეს?
ომის შემდგომი ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან მასარიკის შოკის მომგვრელი სიკვდილი ამ ქვეყანაში 1948 წლის კომუნისტური გადატრიალების შემდეგ, „ცივი ომის“ ისტორიაში შემოტრიალების წერტილი გახდა.
ტრამპმა საერთაშორისო ახალი ამბების ახალი წელი გახსნა - ჯერ დაიმუქრა, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევდა. შემდეგ გრენლანდია ახსენა; მესამე დღეს კი ირწმუნებოდა რომ აშშ, გრენლანდიის მსგავსად, პანამის ყურესაც უნდა აკონტროლებდეს და ორივეს დასაუფლებლად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მწვავე რეპლიკები გაცვალეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს (ЕЭАС) სხდომაზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა და რომლის მუშაობაშიც სომხეთის მთავრობის მეთაურმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.
მოსკოვმა რუსეთში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის დაბლოკვა და შენელება ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, თუმცა 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ტრაფიკი მკვეთრად, 80%-ით შენელდა, რაც, ფაქტობრივად, გათიშვად შეიძლება ჩაითვალოს.
35 წლის წინ, 1989 წლის 25 დეკემბერს, სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, ქალაქ ტარგოვიშტეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ჯარისკაცების ტუალეტის კედელთან, დახვრიტეს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ, რომელიც რუმინეთს 25 წლის განმავლობაში მართავდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მესამე პოლიტიკური ლიდერია ევროკავშირიდან, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეახლა ვლადიმირ პუტინს - ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი 2022 წლის აპრილში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2024 წლის ივლისში და რობერტ ფიცო ახლა, 22 დეკემბერს.
2024 წლის 18 დეკემბერს ჩეხეთის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გენოციდის აქტად აღიარებს 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
ჩამოტვირთე მეტი