2025 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მეოთხედით - რეკორდულ 13,5 ტრილიონ რუბლამდე გაიზრდება, რაც რუსეთის მშპ-ს 6.31%-ს შეადგენს და ორჯერ მეტია, ვიდრე პენსიებსა და შემწეობებზე დახარჯული სახსრები.
ჩვენ წავიკითხეთ საარჩევნო სუბიექტის პროგრამები, შევისწავლეთ რას ჰპირდებიან ისინი პენსიონერებს და ეკონომისტებსაც ვკითხეთ, რამდენად სანდოა პოლიტიკოსების დაპირებები.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მასშტაბურმა რეგიონულმა ომმა ახლო აღმოსავლეთში - ისრაელსა და ირანს შორის, შეიძლება შეაფერხოს ენერგომომარაგება - ნავთობის და გაზის ექსპორტი მთელ მსოფლიოში და ხელი შეუშალოს სავაჭრო მიმოსვლას.
ბიძინა ივანიშვილი კვლავ ელოდება, როდის დაუბრუნდება ფული, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა აზარალა. ჯამში, საქმე ეხება მილიარდ დოლარზე მეტს. ბერმუდის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებიდან კი ირკვევა, რომ ივანიშვილსა და მის კუთვნილ ფულს შორის, დროებით მაინც, მისი პოლიტიკური პრობლემები დგას.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ახალი სანქციები დაუწესა. ადრესატებს შორის მაღალჩინოსნებიც არიან - შსს-ს სპეცრაზმის უფროსი და მისი მოადგილე. კომერციული ბანკები არაფერს ამბობენ. მათ ნაცვლად საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად იცავს და დაიცავს“ სანქციებს.
მსოფლიოში, და განსაკუთრებით აშშ-ში, ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu-ს უსწრაფესად მზარდი ტემპისა და უიაფესი ნივთების გამო, არაერთი კითხვა გაჩნდა:
რუსეთის ხელისუფლება თავს იწონებს ეკონომიკის ზრდით, უმუშევრობის მაჩვენებლის თითქმის განულებით, მოქალაქეების ე.წ. რეალური შემოსავლების მატებითა და ინფლაციის მოთოკვით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. ბოლო სამ წელიწადში, მათი რაოდენობა 20 ათასითაა გაზრდილი.
რუსეთის მთავრობამ ოთხჯერ გაზარდა თანხა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ერთჯერადად უხდიან ომში წასვლის მსურველებს, თუმცა, სიახლის მიუხედავად, რუსეთის არმია მაინც განიცდის ცოცხალი ძალის მნიშვნელვან დეფიციტის, რაც თვალსაჩინო გახდა კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრის შემდეგ.
საქსტატი ავრცელებს ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას 2024 წლის ივნისისთვის. უწყების ცნობით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა.
ჩამოტვირთე მეტი