Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა


განახლებული მონაცემები დღეს, 31 ივლისს, გამოქვეყნდა.
განახლებული მონაცემები დღეს, 31 ივლისს, გამოქვეყნდა.

საქსტატი ავრცელებს ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას 2024 წლის ივნისისთვის. უწყების ცნობით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ივნისში მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყო შემდეგმა სფეროებმა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • მშენებლობა;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • პროფესიული;
  • სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 9%-ით გაიზარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG