Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თხილი ყურძნის მაგივრად


საქართველოში ყურძნის მოვლის ხარჯები იზრდება, ყურძნის შესყიდვის ფასი კი უცვლელი რჩება. ამის გამო, ბევრი მევენახე იძულებულია, ვენახები გაჩეხოს და თხილი დარგოს, რაც ნაკლებ შრომასა და ხარჯებს მოითხოვს.

მევენახე თენგიზ დათუნაშვილი ჰყვება, რომ თითქმის 50 წლის წინ გაშენებული ვენახის ნაცვლად თხილის დარგვას აპირებს, რადგან ყურძენზე ფასების დაცემის გამო, ვერ ახერხებს სესხის დაფარვას და შესაძლოა, სახლიც გაყიდოს.

ყურძნის ფასი მევენახეებმა ორჯერ, დედოფლისწყაროსა და ჭიკაანში გააპროტესტეს. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პასუხად განაცხადა, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG