ამ სტატიაში ვაჯამებთ გახმაურებული მკვლელობის ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც შეიძლება უკვე იცით ან პირველად ახლა გაიგებთ.
58 წლის ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს პატიმრობა შეეფარდა. ის დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორი არ პასუხობს კითხვას, რა მიაჩნია გამოძიებას მკვლელობის მოტივად. საქმეში ბევრი საინტერესო გარემოებაა.
როდესაც შოთა ბითაძე მძიმედ დაჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში უკრაინაში სანგრებში დაბრუნდა, ცდილობდა არ გაემხილა თანამებრძოლებისთვის, რამდენად მძიმედ იყო დაშავებული.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
ჟურნალისტს, რომელიც ნიღბიანებმა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს, სამართალდარღვევისთვის ასამართლებენ. საქმის აბსურდულობას ნათელი ე.წ. მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავმა და ფაქტობრივი შეცდომებით სავსე ჩვენებებმა მოჰფინა.
მაღაზიიდან გამოძახებული საბავშვო წყლის ბოთლიდან დალეული სითხის გამო სამ-ნახევარი წლის ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. ოჯახის დაკვეთით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ბოთლში ესხა აზოტმჟავა - ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერება.
ამ სტატიაში ვიხსენებთ იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა და ვსვამთ კითხვებს - არის კი რაიმე განსხვავება ამ საქმეებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეს შორის?
რადიო თავისუფლება აგრძელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეების შესწავლას და ისტორიების შეგროვებას. შევისწავლეთ 44 საქმე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ჩამოტვირთე მეტი