აზერბაიჯანიც და თურქეთიც აცხადებენ, რომ უნდათ, შეუერთდნენ „ბრიკსს“ - ალიანსს, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი დომინირებენ. ამ სტატიაში ვარკვევთ, რატომ სურთ ანკარას და ბაქოს ალიანსში გაწევრიანება, რამდენად რეალისტურია მათი „ბრიკსში“ გაწევრების პერსპექტივა და როგორ შეიძლება შეცვალოს ამან რეგიონული დინამიკა?
„გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ ინიციატივა, ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის კურსკის ოლქს, მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკებებში, კავშირები „რუს-ქართველ ოლიგარქ“ ოთარ ფარცხალაძესთან... - ასეთია ახლად გააქტიურებული პრორუსული პარტიის მოკლე დოსიე.
საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში პაბლო გონსალესს წლების განმავლობაში იცნობდნენ ესპანელ ჟურნალისტად და ფოტორეპორტიორად ბასკეთიდან. უმეგობრდებოდა რუს ოპოზიციონერებს, ხვდებოდა პოლიტიკურ ლიდერებს, ესაუბრებოდა ჟურნალისტებს, მკვლევრებს. წერდა პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე.
მეგობრებისა და ოჯახის ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ აქტივისტ ბაჰრუზ სამადოვს „სახელმწიფოს ღალატში“ სდებენ ბრალს. ის წლებია, აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. მხარს უჭერდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
ქრთამი და ფულის გათეთრება - შეერთებულ შტატებში ბრალი წარუდგინეს საარჩევნო ტექნოლოგიებისა და სერვისების საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ აღმასრულებლებს. ეს კომპანია ემსახურება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „სამშვიდობო ტურნეს“ დასრულების შემდეგ ევროკავშირს ურჩევს, „აშშ-ის ომის პოლიტიკის „კოპირებაზე“ უარი თქვას“ და რუსეთთან პოლიტიკური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზი აღადგინოს. პასუხად ევროკავშირის ლიდერები ორბანს ახსენებენ, რომ ომში აგრესორი რუსეთის ფედერაციაა.
ივლისის დასაწყისში ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ოჩამჩირის პორტში გამოჩნდა რუსული სამხედრო ხომალდი, - რომელიც, სავარაუდოდ, ნოვოროსიისკის პორტიდან უკრაინის შეტევას გამოექცა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ ანგარიშს აბარებს და ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით არ უწარმოებია, - აჩვენებს გაჟონილი დოკუმენტი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევსა და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ პეკინს ეწვია. ორბანი „სამშვიდობო მისიის მესამე რაუნდში“ შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს, რადგან მიაჩნია, ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
მცირედითაც არ გვიცდია, პოლიტიკაში ჩაგვერთო სპორტი, - ამბობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. 2011 წლის დეკემბერში იტალიაში „ოცნების“ მაისურში გამოწყობილი კახა კალაძე და არაერთი სპორტსმენი მმართველ გუნდში - უახლესი ისტორია საწინააღმდეგოს ამბობს.
შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღემ საქართველოს მთავრობის წევრები, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია, არასამთავრობოები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არაერთი სხვა კიდევ ერთხელ შეკრიბა ერთ ადგილას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპაში ვლადიმირ პუტინის იშვიათ მოკავშირედ მიიჩნევა, კიევში მოულოდნელად ესტუმრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოუწოდა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დააჩქაროს სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან.
რა აინტერესებს ჩინეთს და მის სახელმწიფო კომპანიებს საქართველოში? შუა დერეფანი, ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე და ახალი მოკავშირეები, რომლებიც დასავლეთს სცილდებიან, - გვიპასუხებს ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი ორგანიზაცია Synopsis-ის დამფუძნებელი მარტინ ჰალა.
დასრულდა ჯო ბაიდენისა და მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის პირველი საარჩევნო დებატები 2024 წლის საარჩევნო ციკლისათვის - შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის ტყუილები და არაზუსტი ნათქვამები მოქმედი პრეზიდენტის ზოგჯერ დაბნეულმა პასუხებმა გადაფარა.
„აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველო 9-11 ივლისს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მიიწვია. ახლა მთავარი კითხვები ასეთია:
საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი საქართველოსთან ევროკავშირის მიერ პოლიტიკური კონტაქტების „დაუყოვნებლივ შემცირებაზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ამას კონსენსუსი არ სჭირდება.
ამ კვირაში საფრანგეთმა სომხეთს იარაღის მორიგი პაკეტი მიჰყიდა - ამჯერად საარტილერიო სისტემები, ფრანგული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცები, სახელწოდებით CAESAR („კეისარი“). ამ გადაწყვეტილებამ შეაშფოთა რუსეთი და განარისხა აზერბაიჯანი.
იტალიის ხელისუფლებამ წინა კვირის ბოლოს დააკავა დმიტრი ჭირაქაძე, - რუსეთში დაბადებული, შვეიცარიაში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე. ჭირაქაძეს რუსი ბიზნესმენის, რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟის, არტიომ უსის იტალიიდან გაქცევის ორგანიზება ედება ბრალად.
რუსეთში, ქალაქ ყაზანში მიმდინარე „ბრიკსის თამაშებში“ (BRICS Games), რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, საქართველოს დროშაც გამოჩნდა.
რუსეთის საგარეო უწყებაში ცრუს უწოდებენ ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვი და თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის ემზადებოდნენ. აი, რუსეთის დუმაში კი „ხედავენ“, რომ მხარეები ამით დაინტერესებული არიან.
ჩამოტვირთე მეტი